არ ვფიქრობ, რომ შუაღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დადიოდეს – ირაკლი ხმალაძე

არ ვფიქრობ, რომ შუაღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დადიოდეს – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ღამით დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საჭირო არ არის. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2-3 ადამიანისთვის ავტობუსი ვერ ივლის, რადგან ეს დიდ ხარჯებს უკავშირდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და განრიგი ტრანსპორტირების საჭიროებიდან გამომდინარე დგება. ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტს საზოგადოების საჭიროებებს ვარგებთ. ამ შემთხვევაში, თუ წარმოიშობა საჭიროება, რომ დაემატოს საათები, ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ. ჩვენი პოლიტიკაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება იყოს უმაღლეს დონეზე და ამისთვის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. დაიხარჯა საკმაოდ დიდი თანხები და არაფერს დავინანებთ მომავალშიც“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროებების შემთხვევაში, მაგალითად ახალ წელს და სხვა დღესასწაულებზე, როცა კონკრეტული ღონისძიებებია ჩანიშნული, ღამით ტრანსპორტი დადის.

„მე არ ვფიქრობ, რომ შუაღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დადიოდეს. თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავნიშნოთ. 2- 5 ადამიანის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეისებს ვერ დავნიშნავთ. ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან იქნება დიდი დანახარჯები, ნაკლები სარგებლით“, – თქვა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…