დასავლეთის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. აშშ-ში გაზის ფასი ერთ კვირაში 14%-ით შემცირდა; ბრიტანეთში კორექციის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს; ევროკავშირში კი გაზის ღირებულება დღის განმავლობაში დაახლოებით 4.5%-ითაა შემცირებული.
ევროპაში მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 46 ევროს ფარგლებში მერყეობს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაზის ფასი ბირჟაზე 53%-ითაა შემცირებული.
ბუნებრივი აირის გაიაფებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიასაც, რომელიც ხარჯების შემცირებას და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვას ითვალისწინებს, ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური მსხვილ საწარმოებთან მიმართებით აღმოჩნდა, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ.
კიდევ ერთი ფაქტორი სტრატეგიული რეზერვების შევსებას უკავშირდება, ამჟამად ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 95% შევსებულია, რაც იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ რეგიონში ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტი არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მიუხედავად ცივი ზამთრისა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გადაწყობას უკავშირდება. უმოკლეს პერიოდში ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკები ბუნებრივი აირიდან თხევად გაზზე გადაერთნენ. ათამდე LNG პორტი თითქმის სამ თვეში აშენდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტო მაჩვენებელია. თხევადი გაზის წყალობით ევროკავშირმა რუსეთის ჩანაცვლება შეძლო, LNG-ის მთავარი მიმწოდებლები კი ამერიკის შეერთებული შტატები და კატარი გახდნენ.
გარდა ამისა, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული მიწოდების წყაროებზე, მათ შორის, ახალი კონტრაქტები ფორმდება აზერბაიჯანთან, თურქეთთან და გალფის ქვეყნებთან.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…