ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე, ერთ კვირაში ოქროს ფასი 2.1%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 2,024 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.

გარდა ამისა, ოქროს ფასზე უდიდეს გავლენას ახდენს აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება. FED-ის ბოლოს შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდება, ეს კი ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება, რადგან ოქროს ღირებულებასა და რეფინანსირების განაკვეთს შორის საპირისპირო მიმართებაა.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც წესი, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ.

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს…

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…
როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე –…

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…