“გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე – თამარ იოსელიანი

“გამოცხადებულია ბაზრის კვლევა, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე – თამარ იოსელიანი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ იოსელიანმა თქვა, რომ საქართველო აღნიშნულ ნავსადგურს ავითარებს ე.წ. ლენდლორდ მოდელით.

„უპრეცედენტო დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროექტს გეგმა-გრაფიკის მიხედვით ავითარებს. დღეს ადგილზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ტალღმჭრელის და ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია დაუკავშირდეს შესაბამის სატრანსპორტო კვანძს“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო ხაზის პროექტირება დაასრულა.

„გამოცხადებულია ბაზრის კვლევა იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდეს ტენდერი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში – თამარ იოსელიანი

2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში –…

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის…
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული – თამარ იოსელიანი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული – თამარ…

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ”,…
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…