დეკემბერში სავალუტო რეზერვები 119 მილიონი დოლარით შემცირდა

დეკემბერში სავალუტო რეზერვები 119 მილიონი დოლარით შემცირდა

2023 წლის დეკემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 119 მილიონი დოლარით, 5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ივლისთან შედარებით რეზერვების მოცულობა 433 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, რეზერვების შემცირება სებ-ის მიერ ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას უკავშირდებოდა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები სხვადასხვა კომპონენტისგან შედება, მათ შორისაა კომერციული ბანკების მიერ სებ-ში დაცული მინიმალური სარეზერვო ანგარიშები უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის. თუკი აქამდე ამ მოთხოვნის ზედა ზღვარი ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო აქტივების 25% იყო, ის 20%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ამან საბანკო სექტორს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა.

“კლება განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით, რაც საბანკო ლიკვიდობის ზრდას ისახავდა მიზნად,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების აქტიურად შესყიდვით იყო დაკავებული. წელს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 1.47 მილიარდი დოლარი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მსხვილი $322-მილიონიანი შესყიდვა აპრილში განახორციელა.

მესამე კვარტლის ბოლოდან კი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა შერბილდა, რაც საქართველოში უცხოეთიდან (ძირითადად რუსეთიდან) კაპიტალის შემოდინების კლებას უკავშირდებოდა. მაგალითად, აგვისტოში შესყიდვები 110 მილიონი დოლარი იყო, სექტემბერში, მხოლოდ 8.4 მილიონი დოლარი, ოქტომბერში კი პირიქით, Bmatch-ის გამოყენებით 13 მილიონი გაიყიდა, ასევე 15 მილიონი გაყიდა სებ-მა ნოემბერშიც.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…