საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დიდი და მცირე ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა განსხვავებულია.
როგორც ასოციაციის საბჭოს წევრმა ნინო გედევანიშვილმა BMG-ის განუცხადა, დიდი ზომის საოფისე სივრცეების იჯარაზე მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო მცირე ფართებზე პირიქით – შემცირებული.
მისი თქმით, ეს ტენდენცია იმ გარემოებით აიხსნება, რომ სავარაუდოდ, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარება უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახა ნეგატიურად, შესაბამისად, მოთხოვნა უფრო მეტად ამ ნაწილში შემცირდა.
„რა მომართვიანობაცაა ჩვენთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაზრდილია. ბევრი ადგილობრივი კომპანია რელოკაციას ახორციელებს, გადადის შედარებით უკეთეს ან დიდი ზომის ფართში. ზოგადად A კლასის ბიზნესცენტრების ნაკლებობა შეინიშნება ქვეყანაში და ყოველთვის დეფიციტურია ამ მიმართულებით ფართები. ფასები სტაბილურია და ჯერჯერობით იჯარაზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება. თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია.
ვფიქრობ, ეს მოვლენები [არასტაბილური პოლიტიკური გარემო] მცირე ზომის ბიზნესებს უფრო შეეხო. შესაბამისად, საოფისე ფართებზე მოთხოვნა ამ ნაწილში უფრო მეტადაა შემცირებული. ამ ეტაპზე, ბიზნესცენტრებში მცირე ზომის ფართები უფრო მეტადაა ვაკანტური. აღსანიშნავია ისიც, რომ საცხოვრებელი კორპუსების 1-2 სართულები ასევე გამოყენებულია ხოლმე საოფისე ფართებად და ამ ამ ნაწილშიც უფრო მეტი ვაკანტური ადგილია“, – განაცხადა ნინო გედევანიშვილმა.
ცნობისთვის, Colliers Georgia-ს ინფორმაციით, თბილისში დიდ საოფისე ფართებზე მოთხოვნა იზრდება, რაც გამოწვეულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მსხვილი კომპანიების აქტიურობით.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…