დღეიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

დღეიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

1 ივლისიდან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.

როგორც BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საუბარია კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანის შემთხვევებზე, რა დროსაც ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1(მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში.

“დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე.

ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მაკონტროლებელი ორგანოები სატრანსპორტო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს იდენტური მეთოდოლოგიით შეამოწმებენ, რაც კონტროლის ეფექტურობას გაზრდის. გარდა ამისა, აღნიშნული დაიცავს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში რეგისტრირებული გადამზიდველების უფლებებს და აღმოფხვრის ორივე ქვეყანაში კაბოტაჟურ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველო-სომხეთის შერეული კომისიის სხდომაზე, რომლის დროსაც საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება გაფორმდა”, – განუცხადეს bm.ge-ის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

ბიემჯი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…