ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება – ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი საშუალოდ 12%-ითაა მომატებული; ერთწლიან პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაძვირების მაჩვენებელი 47%-ს აღწევს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 37.5 ევროს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული, რადგან აღნიშნული რეგიონი ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია.
გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში გაზს სეზონური გაძვირება ახასიათებს, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ფასზე დადებითად აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ გაზი მკვეთრადაა გაძვირებული, ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისის დაწყების საფრთხე არ დგას, რადგან EU-ს სტრატეგიული რეზერვები და მარაგები თითქმის მაქსიმალურადაა შევსებული, რაც ზამთრის გადასალახად საკმარისზე მეტია.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…