ეკონომიკის სამინისტრო GITA-ს ეფექტიანობის ანგარიშზე მუშაობს – ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო GITA-ს ეფექტიანობის ანგარიშზე მუშაობს – ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის სამინისტროში წელს მისი ქვეუწყების საქართველოს ინოვაციებისა და ტექტნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ეფექტიანობის ანგარიშის წარდგენაზე მუშაობენ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამები განიხილეს.

საკომიტეტო მოსმენაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი დაინტერესდა – როგორია GITA-ს მიერ სტარტაპებზე გაცემული თანაფინანსების თითოეულ ლარზე ეფექტიანობის მაჩვენებელი. კითხვის საპასუხოდ ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად ეფექტიანობის ანგარიშზე სააგენტოში სპეციალური დეპარტამენტი იმუშავებს.

„ჩვენი ინოვაციური სტარტაპეკოსისტემა განვითარების იმ დონეზეა, როდესაც მისი შეფასება ფინანსების და სხვა პარამეტრების მეშვეობით შეიძლება. ამ მიზნით მიმდინარე წელს ჩვენ GITA-ს პირველ ანგარიშს გამოვუშვებთ, რომელიც “აწარმოე საქართველოშის“ პროგრამების ეფექტურობის ანგარიშის ანალოგიური იქნება. GITA-ში შევქმენით დეპარტამენტი, რომელიც ამ ანალიტიკით იქნება დაკავებული.

როდესაც საგრანტო პროგრამებზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს დაახლოებით 40 მლნ ლარი აქვს ინვესტირებული და ჯამურად ის ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ამ სტარტაპებით არის შექმნილი, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით, დაახლოებით 0.5 მლრდ ლარს უტოლდება დღეს. უკვე ამით არის შესაძლებელი იმაზე საუბარი, რომ ეს ინვესტიცია გამართლებულია. 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, რა დროსაც საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ზოგადად და სტარტაპების მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოწვევას წარმოადგენს, რა პრობლემის გადაწყვეტის მიზნითაც GITA ვენჩურულ ფონდ 500 Startup-ის თანადაფინანსებაში შევიდა.

„როდესაც საგრანტო პროგრამებთან ერთად სახელმწიფო ვენჩურული ფონდის თანამონაწილე გახდა, ესეც სტიმულია იმის, რომ ასეთ ფონდში სახელმწიფოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი სიგნალია კერძო ინვესტორებისთვის, რადგან მიუხედავად ბევრი მიმართულებისა, რომელიც წარმატებით ხორციელდება, ზოგადად, ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დღესაც პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის სტარტაპებზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რთული გამოწვევაა. კერძო ინვესტორის ჩართულობა დიდი ამოცანაა, სახელმწიფო ვერ გაჰყვება ამ სისტემას დაფინანსების მუდმივად“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებს ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…