საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე მაისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა(11.6%) მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ ასეთ ეკონომიკურ ზრდას ველოდით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ გასული წლის მაისში 26%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ძალიან მნიშვნელობანი შედეგია ამ პირობებში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მეორე წლის განმავლობაშიც და 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაშიც – ეს არის დამაიმედებელი, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წლის პერსპექტივაში ცოტა მოგვიანებით გადავხედოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.
„ის პესიმისტური შეფასებები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ, შეცვლილია. მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა გაზარდა. ვფიქრობ, ამ ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები დაგვეთანხმებიან, რომ საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის…