ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესები მიიღო

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესები მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი გამოაქვეყნა. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შექმნა პარლამენტის მიერ 2022 წლის დეკემბერში შესაბამისი კანონის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ეროვნულმა ბანკმა სწორედ ამ კანონის ქვემდებარე აქტი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ჩარჩოს ადგენს.

“იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისთვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში – იპოთეკური ობლიგაციები) გამოსაშვებად ავტორიზაციის მინიჭების, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის რეგულირების საკითხებს, მათ შორის:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკი იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მოპოვებისა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით;

ბ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ ანგარიშგების წარმოების წესსა და პერიოდულობას;

გ) ემიტენტი კომერციული ბანკის მიერ შესაბამისი აქტივებით იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისა და ლიკვიდურობის მოთხოვნების (ლიკვიდურობის ბუფერის) დაცვის საკითხებს.”- ნათქვამია დოკუმენტში.

იპოთეკური ობლიგაციების კანონის მიღების შემდეგ, კომერციულ ბანკებს მათში არსებული 9.9-მილიარდიანი იპოთეკური სესხების პორტფელის უზრუნველყოფაში ჩადება და აღნიშნულის საფუძველზე ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…
SME, ენერგოპროექტები, ქიმიური მრეწველობა… – რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს IFC საქართველოში?

SME, ენერგოპროექტები, ქიმიური მრეწველობა… – რა მიმართულებების დაფინანსებას გეგმავს…

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კერძო სექტორის ფინანსურ ხელშეწყობას გეგმავს. „საუბარია კერძო…
ბულგარეთში ექსპორტი 203%-ით გაიზარდა – რას ვყიდით EU-ს წევრ ქვეყანაში?

ბულგარეთში ექსპორტი 203%-ით გაიზარდა – რას ვყიდით EU-ს წევრ…

2025 წლის იანვარ-მარტში ბულგარეთთან ექსპორტი 203%-ით 45.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია.…