საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. კერძოდ, შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორი” 16 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სს „მისო ქართული კრედიტი” – 13 000 ლარით.
შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის” 6 000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა სებ-ისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის სამი შემთხვევა. ამავე მიზეზით დაჯარიმდა სს „მისო ქართული კრედიტიც”, რომელსაც ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 6 შემთხვევისთვის 12 000 ლარი დაეკისრა.
ამასთან, გამოვლინდა შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტორის” მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის 10 შემთხვევა, რისთვისაც კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა. ანალოგიური მიზეზით, ერთი შემთხვევაზე 1 000 ლარით დაჯარიმდა სს “მისო ქართული კრედიტი”.
ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…