თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება.
როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოგვწერეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემდეგ ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე ანალოგიური ფუნქციების მქონე ობიექტი აღარ იარსებებს.
BMG ასევე დაინტერესდა, რა დატვირთვა ექნება თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას და როგორია ამ კუთხით აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები.
„ჩვენ გვაქვს პირველადი წარმოდგენა, არსებულმა აეროპორტმა და მისმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ახალმა საინვესტიციო პროექტმა, საქართველოს ეკონომიკაში რა მოცულობის კონტრიბუცია შეიძლება შეიტანოს.
აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ ჩავატარებთ ახალ კვლევას და დავადგენთ, ამ ტერიტორიის რა მიმართულებით განვითარება იქნება საინვესტიციო და სხვა მიზნებისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული და ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად მოგებიანი“, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს მთავრობის გათვლებით, ვაზიანში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2028 წლიდან ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია. „ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება – 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…