2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის ხილვა საქართველოშიც შეიძლება, რადგან Geely-ის, BYD-ისა თუ Leapmotor-ის ავტომობილების დანახვა და პრინციპში, გამოცდა, დედაქალაქში, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი.

საქართველოში ჩინური ავტომობილების მომრავლებაზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს, რომლის თანახმად, გასული წელი, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით რეკორდული იყო. 2023 წელს, საქართველოში ჩინეთიდან $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ავტომობილი შემოვიდა, როცა ერთი წლით ადრე, ქართველებმა $13.7 მილიონის ღირებულების 1,439 ჩინური ავტომობილი შეიძინეს. გამოდის, რომ ერთ წელიწადში, იმპორტმა 62%-ით იმატა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მუდამ ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაჩქარდა. 2021 წელს, მაგალითად, საქართველოში ჩინეთიდან $2.6 მილიონის ღირებულების 1,214 ავტომობილი შემოვიდა, როცა ხუთი წლით ადრე, ანუ 2016 წელს, იმპორტმა სულ რაღაც $1.8 მილიონი შეადგინა, ხოლო ქვეყანაში საერთოდაც 132 ავტომობილი შემოვიდა. მიმდინარე წელს კი, როგორც ჩანს, ახალი რეკორდი დაფიქსირდება, რადგან 2024 წლის 1-ელი კვარტალის მდგომარეობით, ჩვენს ქვეყანაში $7.8 მილიონის ღირებულების 547 ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

რით აიხსნება ქართველების მხრიდან ჩინური ავტომობილების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა?

ჩინური ავტომობილების ბოლო წლებში მომატებულ დომინანტობას, პირველ რიგში, ამ ავტომობილების ფასისა და ხარისხის თანაფარდობა განაპირობებს. საქმე ისაა, რომ საქართველოში შემოსული ჩინური ავტომობილების უმეტესობა ახალია, რომელთა ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ალტერნატივების, რომელთაც მომხმარებლებს გერმანული, ამერიკული, კორეული ან იაპონური ავტომწარმოებლები სთავაზობენ. თავად ამ ფაქტორს კი ის განაპირობებს, რომ ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ავტომობილების ეროვნულ წარმოებას მკვეთრად ასუბსიდირებს, ხოლო მსგავსი პრაქტიკა, სულ მცირე ამ მასშტაბის, ზემოხსენებულ ქვეყნებში არ ფიქსირდება.

კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ჩინეთიდან შემოსული ავტომობილების უმეტესობა ელექტრომობილია, რომელთა მიმართ ინტერესი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. თან ტექნოლოგია, რომელიც ამ ავტომობილებში გამიოყენება, საკმაოდ განვითარებულია, ხოლო თავად ავტომობილები მრავალფეროვანია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური საავტომობილო ბრენდების უმეტესობა დიდი ისტორიით ვერ დაიკვეხნის, ფილოსოფია, რომელსაც ისინი ეფუძნება და დიზაინის ენა, რომელსაც ჩინელი ავტომწარმოებლები იყენებენ – ჩარჩოებში არ არის მოქცეული, როგორც ეს, შესაძლოა, Mercedes-ის, Porsche-სა და Lexus-ის შემთხვევაში იყოს. თანაც, ჩინური ავტომობილები აბსოლუტურად ყველა საფასო კატეგორიაში არის წარმოდგენილი: BYD-ის სამოდელო ხაზში, მაგალითად, ვხვდებით, როგორც $10,000-იან ჰეჩბეკს, ასევე $250,000-იან სუპერქარს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…