ველოდებით, რომ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ციფრული ბანკი გამოჩნდება – ძნელაძე

ველოდებით, რომ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ციფრული ბანკი გამოჩნდება – ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ციფრული ბანკის შემოსვლას აანონსებს, მისი თქმით, ახალი ციფრული ბანკი ბაზარზე 2024 წელს შემოვა.

ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მომდევნო წელს ბაზარზე კიდევ ერთი მიკრობანკი გამოჩნდება, შესაბამისად, საბანკო სექტორი 18-მდე გაიზრდება.

2023 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის კრედიტებმა 51.2 მილიარდ ლარს მიაღწია (ზრდა 7.6 მილიარდი ლარი), ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 7.8 მილიარდი ლარით, 50.4 მილიარდამდე გაიზარდა. წელსვე ბაზარს შემოემატა 2 ახალი ციფრული ბანკი – “ჰეშ ბანკი” და “პეივი”.

“საქართველოს საბანკო სისტემა შედგება 16 მოთამაშისგან, წლის ბოლოს მიენიჭა ორი ციფრული საბანკო ლიცენზია, ციფრული ბანკი “პეისერა” უკვე ემსახურება მომხმარებლებს, ხოლო ახალ ციფრულ ბანკს ველოდებით რა შეთავაზებები ექნებათ მათ.

მომდევნო წელს ველოდებით ახალ ციფრულ ბანკებს, მოლოდინი გვაქვს, რომ ერთი ახალი ციფრული ბანკი უნდა შემოვიდეს ბაზარზე, ასევე ველოდებით მიკრობანკების ლიცენზიის გაცემას, რომელზეც გარკვეული შეთანხმება უკვე მოხდა ეროვნულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან იყო დასახელებული.

ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ კონკურენცია გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსაუბრობთ კონცენტრაციაზე, კონკურენცია საბანკო სექტორში ყოველთვის იყო, თუმცა საუბარია კონკრეტული პროდუქტების მიხედვით კონკურენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის შემდეგი განვითარებისთვის,”- გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…