თბილისი – ბათუმს შორის სუბსიდირებულ ფრენებს ავიაკომპანია  Geosky  შეასრულებს

თბილისი – ბათუმს შორის სუბსიდირებულ ფრენებს ავიაკომპანია Geosky შეასრულებს

თბილისი – ბათუმს შორის სუბსიდირებულ ფრენებს ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ შეასრულებს.

კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად უკვე გამოცხადდა. მისი კონკურენტი „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) იყო.

ავიაკომპანიის შეთავაზებული ფასი, ფრენის შესრულებისთვის დღგ-ს გარეშე 1 453 888.80 ლარია, შესაბამისად, 1 ადგილის ღირებულება დაახლოებით 155.30 ლარი იქნება.

პირობის მიხედვით, შერჩეულ ავიაკომპანიას სულ მცირე ერთი, არანაკლებ 50 ადგილიანი თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შესასრულებელი რეისების საორიენტაციო რაოდენობა კვირაში არაუმეტეს 5 რეისია.

მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდეს შემდეგი წესით:

o ერთი ადგილის ღირებულება – არაუმეტეს, 58 აშშ დოლარი;

o მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა რეისზე, თითო მიმართულებით 100 ადგილი, ჯამურად ორივე მიმართულებით – 200 ადგილი;

o ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა, ყველა რეისზე და ორივე მიმართულებით ჯამში – 13,000 ადგილი;

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე თბილისი-ბათუმის ავიარეისებს, სახელმწიფო სუბსიდიით, „აკ-ეარ ჯორჯია“ ახორციელებდა, რომელსაც შიდა ფრენების შესრულებაზე აეროპორტების გაერთიანებამ ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ამ პერიოდში „აკ-ეარ ჯორჯიას“ საშუალება მიეცა თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისების ნაცვლად, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის რეისები შეასრულოს.

ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე შიდა ფრენები ახალმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დაიწყო. ის საჰაერო სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა. Georgian Wings-ი 70-ადგილიანი საჰაერო ხომალდით 31 ივლისიდან ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კვირაში 12 სიხშირით ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

მარტში მშენებლობა გაძვირდა – მიზეზი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში მშენებლობა გაძვირდა. კერძოდ, 2024 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თებერვალთან შედარებით 1%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან…
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ჩამოდის

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი დღეს, 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის…
აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…