საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.
“ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებულია მომსახურების მოცულობის ზრდით, მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან. პროფესიონული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდას განაპირობებს სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო კონსულტირების, სარეკლამო სააგენტოებისა და ბიზნესისა და მართვის საკითხების მომსახურების მოცულობის ზრდასთან.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT სექტორის გამოშვება და მომსახურების მოცულობის ზრდა.
მრეწველობის სეტქორში ზრდა დაკავშირებულია არალითონური პროდუქციის გამოშვების ზრდასთან როგორიცაა ცემენტი და ბეტონი. კვების პროდუქტების წარმოების ზრდა. გარდა ამისა გაზრდილია მინერალური სასუქების წარმოება.
2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით 28%-ით გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი.
ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს საბითუმო ვაჭრობით, ბუნებრივი აირით და საწვავით, ახალი და მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა ასევე სასმელებით და თამბაქოთი საბითუმო და საცალო ვაჭრობა.
რაც შეეხება კლების ტენდენციას სამთო მოპოვების სექტორში, ის დაკავშირებულია ფერადი ლითონების მადნების შემცირებასთან,”- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…