გზათსარგებლობისთვის ტარიფის გაძვირებამ საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდა. ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს.
რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიორიაზე ივლისში 39,177 სატვირთომ გაიარა. 7 თვეში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები კი, 55.7 მლნ ლარია. წლიურ ჭრილში შემოსავალი 18.5 მილიონით, ანუ 49.9% გაიზარდა. სულ 7 თვეში საქართველოს დერეფნით 164,866 ტრაილერმა ისარგებლა.
აღსანიშნია, რომ საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ქართული და ბრიტანული იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის…
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი,…
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება…