“თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ 2024 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის კვლავ რჩებოდა პიკურ წლად, ამ ფონზე გაყიდვებში მოთხოვნის კლება საგანგაშო არ არის და შეიძლება, ამას ვითარების ნორმალიზება ეწოდოს.
ნადარაია ასევე პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელმაც უძრავი ქონების წახალისების მიზნით იპოთეკური დაკრედიტება გაამარტივა.
კერძოდ, იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
“ამას პოზიტიური ეფექტი ექნება და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ისევე როგორც გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში მარეგულირებელმა მიიღო – ვისაც ვალუტაში აქვთ შემოსავალი იმას შეეძლოს ვალუტაში სესხის აღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რაც შეეხება გაყიდვებს, აქ მხოლოდ კოეფიციენტების ცვლილებაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვახსოვს რომ ბოლო პერიოდში უძრავი ქონების გაყიდვები უდიდესი ნაწილი შიდა განვადებებზე მოდიოდა და არა იპოთეკურ განვადებებზე. ამიტომ გაყიდვების ძირითადი წყარო მაინც შიდა განვადება რჩება. [პიკურ გაყიდვებთან] შედარებით თუ ახლა შენელება გვაქვს, ეს შეიძლება რაციონალურიც იყოს”, – ამბობს ნადარაია “საქმიანი დილის” ეთერში.
იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მოქმედი კერძო სექტორის ფინანსურ ხელშეწყობას გეგმავს. „საუბარია კერძო…
2025 წლის იანვარ-მარტში ბულგარეთთან ექსპორტი 203%-ით 45.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატებია.…