ირაკლი კობახიძემ და ლი ციანმა იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გახსნეს

ირაკლი კობახიძემ და ლი ციანმა იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გახსნეს

საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე ოფიციალურად გახსნა. საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი, გამოფენაში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქართული კომპანია.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პავილიონში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. გამოფენაზე მოწყობილია გასტრონომიული კუთხე, ტრადიციული ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და კულტურული ღონისძიებები.

გამოფენაზე საქართველოს სამი საგამოფენო სივრცე აქვს: ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. ეროვნული პავილიონის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გასტრონომიული კუთხე, ტრადიციული კერძების მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაციები და კულტურული წარმოდგენები.

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…