სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი და მოადგილე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის წარმომადგენლები, ასევე საბროკერო კომპანიები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.
“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
“მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში“ გადადის ახალ ეტაპზე – ვამატებთ კაპიტალური ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით. კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ “აწარმოე საქართველოში” გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა – ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნით.
მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ და უკვე მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ USAID-თან, რომელიც სააგენტოსთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს” – აღნიშნა ხიდურელმა.
2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…