კონკურენციის სააგენტომ ICR-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა – საქმე “ბატას” საქმიანობას ეხება

კონკურენციის სააგენტომ ICR-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა – საქმე “ბატას” საქმიანობას ეხება

მომხმარებლის სასარგებლოდ, „აი სი არ ტრეიდისთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიამ სავარაუდოდ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაარღვია.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება მაღაზია „ბატას“ საქმიანობის ფარგლებში – შეცვალოს შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კერძოდ, კომპანიას დაევალა: ქართულ ენაზე მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს.

მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ; უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; – მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი  საგარანტიო პირობები.

“შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს. „აი სი არ ტრეიდი“ საცალო ვაჭრობის სექტორში, 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების ობიექტებს”,- აცხადებენ სააგენტოში. 

ცნობისთვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ამასთან, 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…