ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა შორის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.
“როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
საუბარი შეეხო სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობას და ამ მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების პრესრელიზში არაა ნათქვამი შეეხო თუ არა მხარეთა შორის საუბარი IMF-ის პროგრამის აღდგენას ან ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებათა დაწყებას. სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში შეჩერდა მას შემდეგ რაც საქართველომ დაარღვია პროგრამის ერთ-ერთი პირობა და ფონდთან შეუთანხმებლად მიიღო ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში.
IMF-ის დირექტორის მოადგილესთან შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…