მალტა, საამიროები, ავსტრია… – ვაჭრობის დარგის TOP-ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები

მალტა, საამიროები, ავსტრია… – ვაჭრობის დარგის TOP-ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები

2024 წლის II კვარტალში საქართველოში შემოსული 574 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ვაჭრობის 79.2 მლნ დოლარი ჩაიდო.

დარგში განხორციელებული FDI-ის მოცულობა წლის პირველ ნახევარში შემცირებულია და 94.1 მლნ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ექვს თვეში ამ სექტორში 220.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

შემცირების მიუხედავად, ვაჭრობა II კვარტალში ეკონომიკის სექტორების რეიტინგში საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების შემდეგ 13.8%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

BM.GE-მ საქსტატიდან ინვესტორი ქვეყნები გამოითხოვა, საიდანაც აპრილ-ივნისში ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა. TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. მალტა – $4.2 მლნ;
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $4 მლნ;
  3. ავსტრია – $3.8 მლნ;
  4. ესტონეთი – $3.6 მლნ;
  5. ისრაელი – $2.5 მლნ;
  6. თურქეთი – $2.3 მლნ;
  7. შვეიცარია – $2.2 მლნ;
  8. სომხეთი – $1.9 მლნ;
  9. ნიდერლანდები – $1.8 მლნ;
  10. ყაზახეთი – $1.5 მლნ;

გარდა ამ ქვეყნებისა, ვაჭრობაში ფული რუსეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდანაც ჩაიდო.

ინვესტორი კომპანიების TOP-5-ეული კი, სადაც ამ პერიოდში ინვესტიციები განხორციელდა, ასეთია:

  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია;
  • შპს SKINEST RAIL GEORGIA
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…