მეორე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ენერგეტიკაში ჩაიდო – სექტორების რეიტინგი

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ენერგეტიკაში ჩაიდო – სექტორების რეიტინგი

საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში უცხოელმა ინვესტორებმა $351.8 მილიონის FDI ჩადეს. ეს წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, ინვესტიციებს შორის უდიდესი ნაწილი რეინვესტიციებზე მოდის, კერძოდ მეორე კვარტლის 352-მილიონის FDI-ს შორის $240 მილიონი რეინვესტიციებს შეადგენდა.

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 75.6 მლნ აშშ დოლარით (21.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი).

ეკონომიკის რამდენიმე სექტორში დადებითის ნაცვლად უარყოფითი FDI დაფიქსირდა, რაც ინვესტორების მიმართ ვალდებულებების მომსახურებას და კონკრეტული აქტივების მესაკუთრეთა ცვლილებებს უკავშირდება. 

ეკონომიკის სექტორები, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო:

• ენერგეტიკა – $77 მილიონი, მატება წინა წელთან 15%;
• უძრავი ქონება – $76 მილიონი, მატება წინა წელთან 181%;
• საფინანსო სექტორი – $48 მილიონი, კლება წინა წელთან 61%;
• დამამუშავებელი მრეწველობა – $41 მილიონი, კლება წინა წელთან 23%;
• მშენებლობა – $27 მილიონი, წინა წელს მინუს $10 მლნ;
• ტრანსპორტი – $13 მილიონი, წინა წელს მინუს $18 მლნ;
• სასტუმროები და რესტორნები – $11 მილიონი, წინა წელს მინუს $6 მლნ;
• სოფლის მეურნეობა – $3 მილიონი, წინა წელს მინუს $2 მლნ;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა – $1 მილიონი, წინა წელს მინუს $5 მლნ
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – მინუს $1 მილიონი, წინა წელს $4 მლნ;
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – მინუს $6 მილიონი, წინა წელს მინუს $22 მლნ;
• კავშირგაბმულობა – მინუს $19 მილიონი, წინა წელს მინუს $4 მლნ.

კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო (სია რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული)

• შპს ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს თბილისი ენერჯი
• შპს ბათუმის ნავთობტერმინალი
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია
• სს ენერგო – პრო ჯორჯია
• სს ბიჯეო ჯგუფი

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…