მერია 200 მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერს ყიდულობს – ერთეულის ფასი 50,000 ლარია

მერია 200 მიწისქვეშა ნაგვის ბუნკერს ყიდულობს – ერთეულის ფასი 50,000 ლარია

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა “თბილსერვის ჯგუფმა” ახალი მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების შესასყიდად 10 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვეგბერდზე განთავსებული განაცხადის მიხედვით, საუბარია ევროსტანდარტების შესაბამის 200 ერთეულ მიწისქვეშა პლასტმასის კონტეინერსა და მის შესაბამის ბეტონის ბუნკერზე.

შესაბამისად, ერთი კონტეინერის საფასური 50,000 ლარს შეადგენს.

“სამი მეტრ კუბის მოცულობის მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი ბეტონის ბუნკერით – 200 ცალი.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის მიწოდება-მონტაჟი განხორციელდება ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 260 კალენდარული დღის განმავლობაში. თითოეულ ეტაპზე შემსყიდველის მხრიდან ქვაბულის გადაცემიდან არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ განაცხადში.

“თბილისერვის ჯგუფის” მიერ მომზადებულ სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბუნკერის მწარმოებელს ევროკავშირში მიწოდებული ჰქონდეს არანაკლებ 2,500 ნაგვის ბუნკერი და მას მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეს მსგავსი ბუნკერების წარმოებაში.

“2016 წლის 01 იანვრიდან მწარმოებელ კომპანიას, საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში მიწოდებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2500 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება უფლებამოსილი ორგანოდან, არ არის აუცილებელი შემსყიდველის მიერ მისი დადასტურება.(დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მყიდველის, გაყიდვის თარიღისა და გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შესახებ).

მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება მიწისქვეშა კონტეინერების სისტემების წარმოებაში, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია.

პლასტმასის კონტეინერი უნდა შეესაბამებოდეს EN13071-1 სტანდარტს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი.

უსაფრთხოების პლატფორმა (სისტემა) უნდა შეესაბამებოდეს EN13071-2 სტანდარტს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი.

საფეხმავლო ხუფთან დაკავშირებული მეტალის კომპონენტები უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული და უნდა აკმაყოფილებდეს EN 1461 სტანდარტებს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დოკუმენტი,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში..

მსგავსი სიახლეები

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ ვაკვირდებით პროცესს” – “წყალი მარგებელი”

“ამ ეტაპზე რთულია ზუსტად განვსაზღვროთ ამერიკული ტარიფების გავლენა, ამიტომ…

კომპანია “წყალი მარგებელი” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ  ტარიფებს და  მის საქართველოზე გავლენას   ეხმაურება. როგორც კომპანიიდან “ბიზნესპარტნიორის” კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აშშ-ის პრეზიდენტის…
რა გავლენა ექნება 10%-იან ტარიფს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე – “ასკანელის” შეფასება

რა გავლენა ექნება 10%-იან ტარიფს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე…

ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც კომპანია „ასკანელში“ BMG-ის განუცხადეს, 10%-იანი…
საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით, 2026-ში – 5%-ით გაიზრდება — ADB

საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით, 2026-ში – 5%-ით გაიზრდება —…

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და…