საქართველოს მთავრობის 12 აგვისტოს განკარგულებით, 6 კომპანიას საერთაშორისო საწარმოს სტატუსი მიენიჭა, ერთს კი ეს სტატუსი ჩამოერთვა.
აღნიშნული საგადასახადო სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
კომპანიები, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭათ არიან: შპს “სი ჯეი დევს”; შპს “ექსეტა”; შპს “სი დაბლიუ ინოვაციები”; შპს “მარმენიო სოფთს”; შპს “სდს სოლუშენს ჯორჯია”; შპს “ფინტესი”. შპს “სოციალურ გადაწყვეტილებებს” კი აღნიშნული სტატუსი ჩამოერთვა.
საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსს სულ 160-მდე კომპანია ფლობს. მათი უმეტესობა IT სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…