მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს

მთავრობა საკუთარი წესით შერჩეულ NGO-ებს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ 20 მილიონ ლარს გადაუხდის – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მომზადებულ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

არასამთავრობო სექტორისთვის საბიუჯეტო დაფინანსების განსაზღვრის შესახებ ირაკლი კობახიძემ განცხადება პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გააკეთა და თქვა, რომ ის გაერთიანებები, რომლებიც “ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანებს” შეასრულებენ სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ.

2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროექტის სახელწოდება იქნება “სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა”, ხოლო თანხების განკარგვა მოხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობას შესაბამისი წესი არ დაუდგენია. ამ წესით უნდა გაირკვეს თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს მთავრობა საგრანტო პროექტების დაფინანსებას და რომელი უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება შესარჩევი კომისია, რომელიც გრანტების დამტკიცებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ,”- 2024 წლის 9 სექტემბერს განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნული ინიციატივა ქართული ოცნების მთავრობამ რუსული კანონის მიღების საპირწონედ დაასახელა, მაშინ ითქვა, რომ თუკი უცხოური ძალები აფინანსებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგისა და რევოლუციური ამბიციების მქონე ორგანიზაციებს, ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს საგრანტო დაფინანსება მორგებული იქნებოდა ეროვნულ ინტერესებზე.

უცნობია რა შეიძლება იყოს “ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანები” “ქართული ოცნების” მთავრობის შეფასებით, მაგალითად პარტიული აქტივის დასაქმებისთვის ორგანიზაციების შექმნა ან არჩევნებზე დაკვირვებისთვის 2000 დამკვირვებლის ისე წარგზავნა, რომ არცერთმა მათგანმა საარჩევნო შენიშვნა არ დაწეროს.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…