„აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეძღვნებოდა თემას – „ინვესტირება საქართველოში“.
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, მიხეილ ხიდურელი ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებლად იყო მიწვეული. სააგენტოს დირექტორმა უნგრეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„მოგეხსენებათ, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უნგრეთში ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და უკვე არის დაინტერესება ადგილობრივი ინვესტორებისგან“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში კატალინ ბიჰარიმ და უნგრეთის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს (HEPA) აღმასრულებელმა დირექტორმა გაბორ იენეიმ.
დისკუსიას ესწრებოდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთაც უნგრეთის ფარგლებს გარეთ სურთ ინვესტირება და აინტერესებთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე ბიზნეს გარემოს გაცნობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები უნგრული კომპანიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ღონისძიება უნგრეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია “დენტონს ბუდაპეშტის” თანამშრომლობით გაიმართა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…