მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა – დეტალები

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების ₾435 ათასიანი კონკურსი დასრულდა – დეტალები

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია Green Studio-ა.

ახალი აეროპორტის პროექტზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.

“მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში“, – აღნიშნა პრემიერმა.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. ამასთანავე, გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული
საპროექტო დოკუმენტაცია.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი.

“ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში Green Studio
წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…