ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ პაკეტებზე ფასები მინიმუმ 50%-ით ზრდას პროგნოზირებენ.
„ახლა მინიმალური ღირებულებები გვაქვს გამოცხადებული, თუმცა ბილეთები ძალიან სწრაფად იჯავშნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის რეისები იმდენადაა გაძვირებული, რომ თბილისიდან წასვლა სჯობს.
ზოგადად ფასების კორექცია რეისის დატვირთულობაზეა დამოკიდებული. ამასთან, თუ როგორ შეივსება სასტუმროებიც. თამაშის პერიოდი ისედაც ტურისტულად აქტიური სეზონია, როდესაც ფასები ისედაც იმატებს. ამ ეტაპზე ბილეთები ჯერ კიდევ არის და მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია. უკვე ძალიან ბევრი პაკეტი გავყიდეთ და ვფიქრობთ, რომ ფასები მინიმუმ 50%-ით გაიზრდება ფასები“, – განაცხადა დგებუაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Travelfy-ის EURO 2024-ის პაკეტების ღირებულება 2992 ლარიდან იწყება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიაში პირველად 120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა.
საქართველოსთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…