2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში 2023 წელს ხელშეკრულება 11 პროექტის გადაღებაზე გაფორმდა, საიდანაც გადაღებები 9 ფილმზე უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ პროგრამის შესახებ BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ აცნობეს.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” სახელმწიფო პროგრამას “გადაიღე საქართველოში” 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს საქართველოში ფილმების თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქციის გადაღების შესაძლებლობას აძლევს, რა დროსაც კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან უბრუნდებათ.

გასულ წელს ფილმების გადაღებისა და პროგრამის ბენეფიტებით სარგებლობის სურვილით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მზაობა 7 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც გამოთქვეს. ამასთან პროექტის პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში არიან ნიდერლანდები, ისრაელი, აშშ, ინდოეთი, შვეიცარია და გერმანია.

კითხვაზე – რამდენ პროექტზე, რა მოცულობის თანხა გადაირიცხა ბიუჯეტიდან, სააგენტოში გვპასუხობენ, რომ 11 პროექტიდან ამ დროისთვის 2-სთვის კვალიფიციური ხარჯების 20-25%-ის ფარგლებში დაბრუნებულია 579 708 ლარი და განმარტავენ: „ანაზღაურების ვადა განსაზღვრულია შესაბამისი აუდიტორული კომპანიის მიერ დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში. ორმა კომპანიამ უკვე წარადგინა აუდიტის დასკვნა 2023 წელს და მიიღო ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი კომპანიები მიიღებენ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ წარადგენენ აუდიტის დასკვნას შესაბამის ვადებში“.

ამასთან აღსანიშნია, რომ 2023 წელს პროგრამის ფარგლებში ჯამში სულ 2 111 474 ლარი გადაირიცხა, რაც მოიცავს 2023 წელს პროგრამაში ჩართულ პროექტებს, ასევე წინა პერიოდის პროექტებსაც.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ინფორმაციით, პროგრამის შედეგად 2023 წელს განხორციელებული პროექტების ინვესტიციამ 20.6 მილიონი ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების პროგრამით. თანხის უკან დაბრუნება ვრცელდება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.

განგრძობადი პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 5 მილიონ ლარზე მეტია, პროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

აღნიშნული სერვისის მიღებისათვის საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
  • ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და განმცხადებელს შორის;
  • განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
  • სერტიფიკატის მიღებიდან 1 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
  • დასკვნის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
  • 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს ერთი წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
  • სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
  • აპლიკაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…