მომდევნო წელს აჭარაში 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით – ბათუმის მერი

მომდევნო წელს აჭარაში 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით – ბათუმის მერი

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 10%-ზე მეტად გაიზარდა.

როგორც მან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის, საიდანაც 80%-ზე მეტი ბათუმის ვიზიტორი იქნება.

მისივე თქმით, წლევანდელ სეზონს ბათუმი ბევრი სიახლით ხვდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა სერვისების განვითარების კუთხით. აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. მხოლოდ გუშინ რამდენიმე ატრაქცია და ობიექტი გავხსენით, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა 2023 წელთან შედარებით, ასევე 2019 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი განთავსების ადგილები, ახალი გასართობი, რეკრეაციული, შემეცნებითი სივრცეები, სკვერები, პარკები და ველოდებით ტურისტული სეზონის გახსნას.

როგორც გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, უკვე 2025 წლისთვის 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით. შარშან 4.6 მლნ-ზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და ეს მოლოდინები რა თქმა უნდა, რეალისტურია ჩვენი ინფრასტრუქტურით, იმ დატვირთულობით, რაც ბოლო პერიოდში აქვს აჭარას, მზარდი წარმატებებით და აღიარებებით, რაც აქვს ბათუმს“,- განაცხადა ბათუმის მერმა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…