მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ზრდა 3.7%-მდე შენელდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ზრდა 3.7%-მდე შენელდება

2025 წელს სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3%-ზე ოდნავ ზემოთ ნიშნულამდე შენელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკას ეხება.

კერძოდ, უახლესი პროგნოზით, 2024 წლის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა წელს 3.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.3%-ით.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის ეს პროგნოზი ასახავს აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე ეკონომიკური ზრდის შესუსტებას და სომხეთსა და საქართველოში ზრდის ნორმალიზებას.

საგულისხმოა, რომ მსოფლიო ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა. საფინანსო ინსტიტუტი სომხეთის ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას ელის, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა, ივნისის პროგნოზზე, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში 1.9%-ის ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, რაც 0.7 პროცენტულ პუნქტიანი გაუარესებაა.

მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზები ასეთია:

  • სომხეთი – 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
  • აზერბაიჯანი – 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
  • საქართველო – 7%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.5 პ.პ;
  • რუსეთი – 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
  • თურქეთი – 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ;
  • ყაზახეთი – 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1 პ.პ;
  • უზბეკეთი – 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.6 პ.პ;
  • უკრაინა – 2%-ის ეკონომიკური ზრდა, უცვლელია.

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…