ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია

პარლამენტმა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩია – 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ.

ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე მინისტრი იყო.

ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა – დეტალები

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება…

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების…
რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა? – დადგენილება

რას მოიცავს სებ-ის 2026-2028 წლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც…

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს 76 ხმით მხარი…