2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.47 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ი აქვეყნებს.
კვლევითი ინსტიტუტის თანახმად, ინდექსის ზრდამ თვიურ ჭრილში (ოქტომბერთან შედარებით) 5.5% შეადგინა, წლიურად კი (2022 წლის ნოემბერთან შედარებით) 6.9%-ით შემცირდა.
თვიურ ჭრილში მიმდინარე თვეს ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, განსაკუთრებით კი – ყველზე.
ყველი – +8.3%
საფუარი – +5.9%
კარაქი – +3.5%
რძე – +2.6%
ფქვილი – +0.4%
კვერცხი – +0.3%
მიმდინარე თვეს ყველის ფასი ყველაზე მეტად ქუთაისში 14.3%-ით და თელავში 12.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი – 6.66₾ – ქუთაისში, ყველაზე იაფი – 6.39₾ – კი ბათუმში ჯდება.
ISET-ის ცნობით, წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…