პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო.

ცვლილებების ძირითადი არსი კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

კანონს ემატება ახალი ტერმინი -„ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“.

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება, როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის – QR კოდის დატანა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება.

ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულო იქნება. ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

როგორც ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება – „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს.

​საქართველოს მთავრობამ 2027 წლის პირველ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა…
მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული…
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით ₾18 მილიონამდე გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტი…