პრემიერმა წალკის კანიონის პანორამული ხიდი გახსნა

პრემიერმა წალკის კანიონის პანორამული ხიდი გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების
სააგენტომ ალგეთის ეროვნულ პარკში, წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნის
ღონისძიება გამართა.
ხიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გახსნა.
კანიონზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდის შუაგულში განთავსებულია
ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის
სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო
აუზი, 1800-მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, საკემპინგე ადგილები და სხვა
მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა სრულყოფილი
შემეცნებითი რეკრეაციისთვის.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…