რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი? – მინისტრის განმარტება

რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი? – მინისტრის განმარტება

„სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველების გადამოწმებაზე, მორატორიუმი გამოცხადდა და შესაბამისად აღარ ხდებოდა შემწეობის მიმღები პირების გადამოწმება. ასევე, გამარტივდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურაც.

„2020 წლამდე დაახლოებით, 440 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავდა ბაზაში და 200 000-ზე მეტი სწორედ მორატორიუმის გამო დაემატა. დასაქმების პროგრამის დაწყების ძირითადი მიზეზი კი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების, დასაქმების კუთხით გააქტიურებაა. ვეხმარებით მათ, რომ თავისი შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და უნარები, რაიმე სახით, აიმაღლონ. თუ ადამიანი, ჩვენი შეთავაზებიდან ერთ-ერთს აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ უკვე, 2023 წლის 1 მარტიდან გვექნება სამართლიანი და სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რის შედეგადაც ოჯახებს სარეიტინგო ქულა და სოციალური დახმარება გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა. ზურაბ აზარაშვილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…