რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი წელს 86%-ით გაიზარდა და მან 1 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ თავად ყირგიზეთის მშპ-ის ზომის 6%-ს მიაღწია.

ყირგიზეთში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოზე ორჯერ მეტია, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2024 წლისთვის არის 15.7 მილიარდი დოლარი, რაც საქართველოსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე არის 2,228 დოლარი, რაც საქართველოში არსებულ 8,882 დოლართან შედარებით ზუსტად ოთხჯერ ნაკლებია. ამ მაჩვენებლით, ყირგიზეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ ტაჯიკეთის მაჩვენებელს აღემატება.

საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული საქონლის 97% მხოლოდ ორ საქონელზე – მსუბუქ ავტომობილებზე ($964 მილიონი) და თამბაქოზე ($53 მილიონი) მოდის. ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობამ წელს 27 ათასი შეადგინა, ხოლო ერთი ავტომობილის საექსპორტო ფასი $35 ათასი დოლარი იყო. თავის მხრივ, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სტატისტიკაში ყირგიზეთში გაგზავნილი საქონელი ექსპორტში პირველ ადგილზეა, თავად ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, მათი ვაჭრობა საქართველოსთან გაცილებით მცირეა, მაგალითად, ავტომობილების იმპორტის მხრივ ყირგიზეთი საქართველოდან $50 მილიონზე მცირე იმპორტს აღრიცხავს, ხოლო თამბაქოს ნაწარმის იმპორტში კი, ყირგიზეთი მიუთითებს, რომ მათ საქართველოდან ეს ნაწარმი წელს, საერთოდ არ შეუძენიათ და იმპორტი 0 დოლარია.

საგულისხმოა, რომ ყირგიზეთის მიმართულებით ვაჭრობა საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრიდან ხორციელდება და არაა გამორიცხული, რომ ყირგიზი ტრეიდერები, რომლებიც ავტომობილებისა თუ თამბაქოს ნაწარმის მყიდველები არიან, ამ საქონელს საქართველოს საზღვრის დატოვების შემდეგ გზაშივე ყიდდნენ მესამე პირებზე.

საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით ვაჭრობის გააქტიურება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა. 2021 წელს ექსპორტი 22.7 მილიონს შეადგენდა, სადაც ავტომობილები ლიდერობდნენ, თუმცა მაშინ საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი გაცილებით ნაკლები იყო და 7-8 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც ამჟამად 35 ათას დოლარამდე არის გაზრდილი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა ყირგიზეთში თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მოცულობაც.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…
ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 75 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი…