ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ როგორც პირდაპირი ავიამიმოსვლის, ისე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ პროგრესი იქნება.
„ბუნებრივია, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, განვითარდეს, გვქონდეს ამ მიმართულებით პროგრესი. შეიძლება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა, თუმცა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. დღეს ამერიკას არ აქვს მოლაპარაკებები არც ერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ეს არ არის მარტივი საკითხი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ინსტიტუტზე ან ინსტიტუციაზე, საუბარი გვაქვს კომპლექსურად.
უნდა უნდა არსებობდეს მზადყოფნა როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ დონეზე, თუ როგორი ტიპის და რა შინაარსის მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს ქვეყნებს შორის. ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრები კონგრესში იმისთვის, რომ გვქონოდა პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური ისტებლიშმენტი იზიარებს პოზიციას, რომ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, ამას ექნება მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, პროგრესი გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ეკონომიკის მინისტრი ირწმუნება, რომ ამ კუთხითაც არის მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ პროგრესი იყოს.
„ვმუშაობთ, რომ ამერიკული ავიაკომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა პანდემიური პერიოდი რთულია ავიაბაზრისთვის და გვესმის, რომ ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია“, – აღნიშნა მინისტრმა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…