რეგიონულ ენერგოპროექტებში საქართველო პასიურია… რაც ჩვენი დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელია – მურმან მარგველაშვილი

რეგიონულ ენერგოპროექტებში საქართველო პასიურია… რაც ჩვენი დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელია – მურმან მარგველაშვილი

რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში საქართველო პასიურია… ბუნებრივია, ეს ჩვენი დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელია – ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დაანონსებულ რეგიონულ პროექტებში საკუთარი როლის წარმოჩენის და ინტერესების დაცვის კუთხით აქტიურობა უნდა გაზარდოს.

„ენერგეტიკული დიპლომატიას“ ორგანიზაციამ მოკლე პუბლიკაცია მიუძღვნა და პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებას ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

„…რეგიონული საერთაშორისო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღება ბევრ შესაძლებლობას და სარგებელს გვაკარგვინებს. პასიურობა განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო ხანებში სხვა ქვეყნების აქტიურობის ფონზე“, – მიიჩნევს ორგანიზაცია და მაგალითები მოჰყავს მათ შორის ევროკავშირისთვის აზერბაიჯანის მხრიდან დამატებითი გაზის მოცულობის მიწოდების ინიციატივა, აზერბაიჯან-ევროკავშირს შორის გაზის და მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულება და ა.შ… „მთელ ამ დუღილში საქართველო არ ჩანს არც თავისი პროექტებით და განახლებადი ენერგიის პოტენციალით, არც ინიციატივებით და ინტერესებით. საქართველოს წარმომადგენლების გამოსვლები კი როგორც წესი უფრო ფორმალური მონაწილეობის დაფიქსირებაა ვიდრე მიზანმიმართული ქმედება. ამ პასიურობის შედეგად საქართველო გარდაუვალად კარგავს შესაძლებლობებს და იძენს სხვა ქვეყნებზე მეტი დამოკიდებულების საფრთხეებს.“

„არის სხვადასხვა ინიციატივები და პროექტები, სადაც საქართველოს მონაწილეობა არ ჩანს. ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანის გააქტიურებული დიპლომატიის, მაგრამ ამავე დროს, ეს უდავოდ არის ჩვენი დიპლომატიის სისუსტის მაჩვენებელი. ყველა პროექტში ადრეულ ეტაპზე ჩართვა არის მნიშვნელოვანი, ყველგან ჩვენი ქვეყნის გარკვეული ინტერესი უნდა ჩაიდოს… ბაქო-თბილსი-ჯეიჰანის პროექტში ჩაისახა მოლაპარაკებების უნარი, რაშიც მაშინ ძალიან დაგვეხმარნენ ექსპერტები დასავლეთის ქვეყნებიდან. მაშინ წინ წამოიწია დიპლომატიის და მოლაპარაკებების უნარები, რომელიც დღეს ან გასახსენებელია , ან კიდევ უფრო განსავითარებელი“, – ამბობს მურმან მარგველაშვილი „საქმის კურსთან“.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…