რომელი სექტორები ქმნიან გლობალურ მშპ-ს?

რომელი სექტორები ქმნიან გლობალურ მშპ-ს?

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მომსახურების სექტორი მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ეკონომიკურ აქტივობას ხელს მნიშვნელოვნად  უწყობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ტენდენციის მამოძრავებელი ძალა მომხმარებლის შეცვლილი ქცევა, სავაჭრო ბარიერების შემსუბუქება და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებაა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მომსახურების  სექტორი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში მშპ-ს თითქმის 60%-ს შეადგენს. ამის შემდეგ ინდუსტრიული სექტორი მოდის, რომელიც ნედლეულის წარმოებას მოიცავს, ხოლო მესამე ადგილზე სოფლის მეურნეობის სფერო ხვდება.

აშშ-ში მომსახურების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 77%-ს აჭარბებს. შტატების ადგილების დაახლოებით 80% კერძო სექტორის სერვისებზე მოდის, რომელიც თავის მხრივ ჯანდაცვის, გართობისა და ლოგისტიკის სფეროებს მოიცავს.

მსოფლიოს ათ უმსხვილეს ეკონომიკაში, აშშ-ის შემდეგ მშპ-ში მომსახურების სექტორის ყველაზე დიდი, 71%-იანი  წილი დიდ ბრიტანეთს აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი, იაპონია, კანადა და გერმანია.

მშპ-ის მზარდი წილი ასევე სერვისებზე მოდის ჩინეთშიც. რაშიც წვლილი მთლიანი ეკონომიკური გამომუშავების თითქმის 54%-ს შეაქვს, მაშინ როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 44%-ს უტოლდებოდა.

რაც შეეხება ინდუსტრიულ სფეროს, მას უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ყველაზე დიდი, 39%-იანი წილი ჩინეთის ეკონომიკაში აქვს. 32%-იანი წლით მას სამხრეთ კორეა მოსდევს, ხოლო მესამე პოზიციაზე ხვდება იაპონია, რომლის შემთხვევაშიც ინდუსტრიულ სექტორზე მშპ-ს 29% მოდის.

მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ინდოეთი არის ქვეყანა, სადაც სოფლის მეურნეობა მშპ-ს დიდ წილს 17.3%-ს იკავებს. ინდოეთი ხორბლისა და ბრინჯის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი კი, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 44%-ს აჭარბებს. თუმცა ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდოეთში მომსახურების სექტორიც ბოლო წლებში ზრდის დინამიკას აჩვენებს და ქვეყნის ეკონომიკაში მისი წილი 48%-ს აღწევს.

ინდოეთის შემდეგ სოფლის მეურნეობას ყველაზე დიდი 7.2%-იანი წილი ჩინეთის ეკონომიკაში აქვს, ხოლო მესამე ადგილზე ხვდება იტალია. ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში 1.9%-ით განისაზღვრება.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სამომავლოდ ზრდის უწყვეტ დინამიკას ამ სექტორებიდან ცალსახად მომსახურების სფერო დააფიქსირებს და როგორც ნავარაუდევია 2035 წლისთვის ის გლობალური მშპ-ის 77%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…