“სანქციების საგამონაკლისო წესი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ფონდის შეშფოთებას იწვევს”- IMF

“სანქციების საგამონაკლისო წესი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ფონდის შეშფოთებას იწვევს”- IMF

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ (IMF) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი საგამონაკლისო ბრძანება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შესახებ ფონდის შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ IMF-ის პრესსპიკერმა “ამერიკის ხმას” განუცხადა.

ამასთან, ფონდში განმარტავენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, ის გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა და სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი გააჩინა. სწორედ ამ ცვლილების შედეგად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ნათია თურნავამ დაიკავა.

„უფრო ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – განმარტავენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.

BMG-ის კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას პროგრამის აღდგენაზე ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხობს, რომ თავად ფონდს აღნიშნულ საკითხზე საჯარო პოზიცია დაფიქსირებული აქვს. კითხვაზე თუკი ეროვნული ბანკის საბჭოში იქნებოდა მიიღებდა თუ არა ნათია თურნავას ანალოგიურ გადაწყვეტილებას, ლაშა ხუციშვილი არ პასუხობს.

“ამ მიმართულებით ფონდს საჯაროდაც აქვს პოზიცია დაფიქსირებული. ზოგადად რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით [მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას რაც ნათია თურნავამ მიიღო] ამის განხილვაში ვერ შევალ და ბუნებრივია ვერ ვიტყვი რა იქნებოდა. ხაზგასასმელი არის ის, რომ საქართველო ამ ბრძანებამდეც და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…