საარსებო მინიმუმი წლიურად 31 ლარით, 247-მდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი წლიურად 31 ლარით, 247-მდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 247.3 ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.5 ლარით მეტია.

ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ამის შესახებ…
ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული – თეთრი სახლი

ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული…

“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. “ამ რადიკალური რეჟიმისა…