საბანკო კრედიტებმა 64 მილიარდ ლარს მიაღწია

საბანკო კრედიტებმა 64 მილიარდ ლარს მიაღწია

კომერციულმა ბანკებმა 2025 წლის აპრილის ფინანსური შედეგები სებ-ს უკვე წარუდგინეს. კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, აპრილში საბანკო კრედიტების მოცულობა 804 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 64.2 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.55% შეადგინა.

სებ-ის თანახმად, აპრილის ბოლოს კრედიტების ლარიზაციამ 56.75% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, პირიქით ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით.

“წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 365.16 მლნ ლარით (1.01%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 439.50 მლნ ლარით (1.61%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.73 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.09%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.56 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.88%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.66 %-ით მეტი).

2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…