სადაზღვევო პოლისების ფასებზე ჯანდაცვის პოლიტიკა და DRG სქემაც აისახება – არდი

სადაზღვევო პოლისების ფასებზე ჯანდაცვის პოლიტიკა და DRG სქემაც აისახება – არდი

სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა, მათ შორის დაფინანსების DRG სქემაა.

საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა წლიურად საშუალოდ 13%-ით იყო გაძვირებული, ხოლო თვიურ ჭრილში 8.7%-ით;

კომპანია „არდიში“ ამბობენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოქმედი ტარიფიკაციის სქემა ჰოსპიტალური სექტორისთვის გარკვეულწილად ზარალიანია, რის დაკომპენსირებასაც კლინიკები სადაზღვევო კომპანიებისთვის მომსახურების გაძვირებით ცდილობენ.

როგორც BMG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ BMG-ის განუცხადა, გაძვირებული სამედიცინო სერვისი თავის მხრივ, სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაში აისახება.

მისი თქმით, სადაზღვევო პოლისების ფასების მეტი სტაბილურობისთვის აუცილებელია სახელმწიფომ სამედიცინო სექტორში პოლიტიკა შეცვალოს, მათ შორის, ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტები დაუშვას.

„DRG სქემის ფარგლებში თუკი რაიმე ტიპის ნოზოლოგიაზე სახელმწიფოს ფასი დადგენილი აქვს და მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკა ვერ შეცვლის და ამ პირობებში კლინიკა ზარალზეა, ამის კომპენსირება სხვა სერვისებში უნდა მოხდეს. ანუ ჯიბიდან გადახდებში, რომლის ნაწილიც სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ, ამ სერვისებს აფინანსებს. ამ ზარალის დაფინანსება აქეთ მხარეს ხდება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის სადაზღვევო მომსახურება ძვირდება.

ზოგადად, ჯანდაცვის სექტორში არსებული სახელმწიფო პოლიტიკა ცხადია, კლინიკების ფასებზე აისახება, მათ შორის, აკრედიტაციის სისტემის გამო მთელი რიგი მოთხოვნები გაუჩნდათ კლინიკებს, რომელიც თავის მხრივ, დანახარჯებს მოითხოვდა და ეს საბოლოოდ ფასებში აისახებოდა. თუ კერძო დაზღვევის სერვისები ძვირდება, ავტომატურად ძვირდება სადაზღვევო პოლისების ფასებიც.

ჯანმრთელობის დაზღვევის ირიბი გაძვირებაა ისიც, რომ ჩვენ ვერა და ვერ მივიღეთ ე.წ დაშენებული სადაზღვევო პაკეტები. ის, რომ მოქალაქე არ ისჯებოდეს კერძო დაზღვევით სარგებლობისთვის და არ ეთიშებოდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და პირიქით. ჰოლისტიკური მიდგომა უნდა იყოს, როდესაც მთელ სისტემას სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფო და კლინიკები ერთად განიხილავენ, თუმცა ამ შედეგს ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ “, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…