თბილისში 70,000-ადგილიანი ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, თუმცა პროექტის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. საქართველოს მთავრობამ ჰოლანდიური კომპანია The Stadium Consultancy B.V. 755,000 ევროდ დაიქირავა, რათა შეისწავლოს, სად შეიძლება აშენდეს სტადიონი და მოამზადოს პროექტის კონცეფცია.
კომპანიას დაევალა ტენდერის დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო პირობების განსაზღვრა. ამ ეტაპზე უცნობია, რა დაუჯდება გადასახადის გადამხდელებს სტადიონის მშენებლობა, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ობიექტები 100-200 მილიონ დოლარსაც აღემატება. სტადიონი ხელსაყრელი უნდა იყოს როგორც საფეხბურთო ასევე რაგბის მატჩების მასპინძლობისთვის.
იანვარში ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობა 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს, ხოლო დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება. საბოლოო ლოკაცია ჯერ არ არის განსაზღვრული. მთავრობა აეროპორტისა და რუსთავის მიმართულებებს განიხილავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტანტის დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
ხელშეკრულების თანახმად, The Stadium Consultancy B.V. პროექტის ზედამხედველობას 2029 წლის აპრილამდე განაგრძობს. მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი სტადიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის შესაბამისი იქნება.
ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…