ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა შეცვლილი წესებით მოხდება. საზღვარზე გატარების ცვლილება მაისამდე იმოქმედებს, – ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, ცვლილება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება.
„13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საბაჟო – გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11 დან 6 ზოლამდე შემცირებით“, – ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობა…
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ –…
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია…