სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 600 მლნ-ს გადააჭარბა, პორტფელში დიდი წილი სამშენებლო დარგს უჭირავს – BB Leasing

სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 600 მლნ-ს გადააჭარბა, პორტფელში დიდი წილი სამშენებლო დარგს უჭირავს – BB Leasing

საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 600 მლნ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ კომპანია BB Leasing-ში აცხადებენ.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ბიზნესის მხრიდან სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა სამშენებლო სექტორიდან ფიქსირდება.

კოტე სულამანიძის განცხადებით, სალიზინგო სექტორის პორტფელი წლიურად 20%-ითაა გაზრდილი და მისი დიდი წილი კორპორატიულ სეგმენტზე მოდის. რაც შეეხება საცალო პორტფელს, აქ ყველაზე დიდი წილი ავტოლიზინგის მიმართულებას უჭირავს.

„საქართველოს სალიზინგო ბაზრის პორტფელის მოცულობა დაახლოებით 620 მლნ ლარია. ზრდა ყოველწლიურად 20%-ის ფარგლებშია, უშუალოდ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში კი ზრდა 60% გვქონდა. მიმართულებებს რაც შეეხება, ბაზრის დიდი წილი კორპორატიულ სეგმენტს უჭირავს, საცალო პორტფელის მოცულობა კი დაახლოებით 50-60 მლნ ლარია.

ლიზინგის მიმართულება აქტივების მართვაა, ბიზნესს იმ აქტივებს ვაწვდით, რითაც ისინი პროდუქციას აწარმოებენ. საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, დღეს ყველაზე დიდი ბრუნვა სამშენებლო სექტორშია, ასევე ინფრასტრუქტურის დარგში და შესაბამისად, დიდი წილი ამ მიმართულების დაფინანსებას უჭირავს. რაც შეეხება სამომხმარებლო ლიზინგს, ესაა ავტომობილების შეძენა. ავტომობილების შეძენას ჩვენ სამ კატეგორიად ვყოფთ, ესაა ახალი ავტომობილის ცენტრიდან შეძენა, მეორადის შეძენა საქართველოს ბაზარზე და ასევე, ავტოიმპორტი აშშ-დან“, – განაცხადა კოტე სულამანიძემ.

მსგავსი სიახლეები

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს…

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…
როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე –…

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…